Jump to content
Planeta.Ge

აქციის მონაწილე ექიმი გიორგი ახობაძე - დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრით ხესთან, ხელები ამაწევინეს და იქ დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკა


ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ახობაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე განმარტავს, ამოღებულ ნივთიერებაზე ექსპერტიზის დასკვნა მისთვის უცნობია, თუმცა გამომძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალს სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე წაუყენებენ.

„ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ. გუშინ გამომძიებელს ვესაუბრე, ვკითხე, ექსპერტიზის დასკვნა ხომ არ იყო მოსული. მითხრა, რომ მე-6 ნაწილი იქნებაო, რაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გიორგი ახობაძე შიმშილობს, ძლივს დავითანხმეთ, რომ წყალი დალიოს, სითხე მიიღოს. ნარკოტიკული საშუალება ჩამიდესო ამბობს და დეტალურად აღმიწერს ყველაფერს - რა ადგილას ჩაუდეს, სად გააჩერეს, როგორ გაჩხრიკეს. როგორც იხსენებს, ვიდეოს არავინ იღებდა, ვნახოთ, იქნება თუ არა საქმეში ვიდეო. დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრში, ხესთან, ხელები ამაწევინეს და მერე დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკაო.

აქციაზე იყო მეგობართან ერთად, სახლში ბრუნდებოდა - წერეთელზე მეგობარი უნდა დაეტოვებინა და მერე უნდა წასულიყო სახლში, საბურთალოზე. 02:00 საათზე დააკავეს“, - აცხადებს ცუცქირიძე.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალებების ქონას ედავებიან.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...