Jump to content
Planeta.Ge

მიხაილ ულიანოვი - ბაშარ ალ-ასადი მოსკოვშია - რუსეთი მეგობრებს რთულ სიტუაციებში არ ღალატობს


რუსეთმა ბაშარ ალ-ასადი რთულ ვითარებაში არ მიატოვა,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მიხაილ ულიანოვმა განაცხადა.

"ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში არიან, რუსეთი არ ღალატობს მეგობრებს რთულ სიტუაციებში", - აღნიშნა ულიანოვმა და დასძინა, რომ ამაშია განსხვავება რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის.

შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსული მედიის ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, თავშესაფარი მიიღეს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...