Jump to content
Planeta.Ge

დარახველიძე: პოლიციელს ვერ მოვთხოვთ იმ უნარ-ჩვევებს, რასაც სპეცრაზმელს


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ როცა ჯგუფი ადამიანზე ძალადობს, იქ ერთი პოლიციელი „ვერაფერს ვერ გააკეთებს”. ეს განცხადება დარახველიძემ „პუბლიკის” ჟურნალისტზე თავდასხმის დროს პოლიციელების უმოქმედობის შესახებ კითხვის პასუხად გააკეთა.

„ჩვენ ვრეაგირებთ თითოეულ ფაქტზე და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენი მანდატის ფარგლებში მოქმედებს და განსაზღვრული კანონით. შესაბამისად, როცა საპატრულო პოლიციის გამოძახება ხდება, რა თქმა უნდა, ის ახდენს ფაქტის დაფიქსირებას და რეაგირებას. ახლა, პოლიციელს და საპატრულო პოლიციელს ვერ მოვთხოვთ ჩვენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც შეიძლება მოსთხოვო სპეცრაზმელს ან სხვა ისეთ ადამიანს, ვისაც აქვს სპეციალური წვრთნა გავლილი.

როცა ჯგუფი ძალადობს, ამ შემთხვევაში, ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ გააკეთებს იქ. ამიტომ, მან გამოიძახა შესაბამისი დანაყოფები და დაწყებულია გამოძიება, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

6 დეკემბერს „ქართული ოცნების” „ტიტუშკები” თავს დაესხნენ „პუბლიკის” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს – ადგილზე იყო, მინიმუმ, ორი პოლიციელი და მოქალაქეებს მოთხოვნის მიუხედავად, არ დააკავეს თავდამსხმელები, მათ გაქცევის საშუალება მისცეს და მანქანაში ჩასხდნენ.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...