„შეწყვიტე მედიაზე ძალადობა!“ - თბილისსა და რეგიონებში მედიის მხარდამჭერი აქციები გაიმართა
„ჩემი მხარდაჭერა კრიტიკულ მედიას!“, „შეწყვიტე მედიაზე ძალადობა!“, „მე ვიცავ ჟურნალისტს, ჟურნალისტი გვიცავს ჩვენ!“ – „რესპუბლიკის“ მოედანზე მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან საპროტეტსო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ნაძვის ხის კონსტრუქციაზე ნაცემი ჟურნალისტების და აქტივისტების ფოტოები მიამაგრეს.
დღეს ჟურნალისტების მხარდამჭერი აქციები თბილისის გარდა გაიმართა რეგიონებშიც,- გორში, ბათუმსა და ზუგდიდში.
დღეს, 8 დეკემბრის დილით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვისხის კონსტრუქციის მონტაჟი დაიწყეს. ტერიტორია ჯებირითაა შემოსაზღვრული და ადგილზე დგას საპატრულო პოლიციაც.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.