სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი პარიზში ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელსაც 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი ესწრებოდა. სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.