Jump to content
Planeta.Ge

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში ე.წ. ტიტუშკები ორ პირს თავს დაესხნენ, მათ შორის კობა ხაბაზს


კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ე.წ. „ტიტუშკები“ შეიჭრნენ და ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნაცემია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ხაბაზი.

მისივე თქმით, ოფისის ლიფტიდან გამოდიოდა, როდესაც 50-მდე ადამიანი თავს დაესხა.

„კიბეებთან შავებში ჩაცმული 50 კაცი იყო, როგორც კი დამინახეს, აგერო დაიძახეს და ჩამარტყეს, თავში ჩამარტყეს, იყვნენ დავალებით მოსული რომ ფიზიკურად ეცემათ ვინმე…მობილური მაქვს დაკარგული“,- ამბობს კობა ხაბაზი.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ოფისში შესულ პირებს ნიღბები ეკეთათ, ამიტომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს.

ბესიკის ქუჩაზე, პარტია ახალის ოფისში ე.წ. ტიტუშკების შეჭრას აშუქებდა „ტვ პირველის“ ჯგუფი, რა დროსაც არხის ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. წაართვეს აპარატურა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...