„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული.
ორივე მათგანი აცხადებს, რომ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ბესიკის ქუჩაზე „ტიტუშკები“ თავს ესხმოდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც აქციამდე მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. მოვედით თუ არა, ხელჩართული ბრძოლა იყო და რა თქმა უნდა, დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ , 30-ზე მეტი იყვნენ. ყველას ერთნაირი შავი ნიღაბი უკეთია. შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება იმიტომ, რომ მხოლოდ თვალები უჩანთ. მე წამაქციეს, მირტყეს - „ბ...ო, შენ რას იღებ!“, ასე მომართავდნენ. ამ დროს ოპერატორს, გიორგი შეწირულს წაართვეს ყველაფერი. ერთმა უთხრა, „გოგოა თავი დაანებე“, მაგრამ წიხლი მომაყოლა მაინც და ისე წავიდა. „რეებს აშუქებთ, წადით აქედან“ - ჩვენს საინფორმაციო პოლიტიკასთან ჰქონდათ მათ პრობლემა. მიკროფონი წამართვეს, ხელიდან ამაგლიჯეს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.