Jump to content
Planeta.Ge

კახა კინწურაშვილი - ყველგან პოლიციაა და არსად სამართალი, ხალხი არ დაუშვებს ქვეყანაში დამყარდეს პოლიციური, ჯალათური რეჟიმი - ეს არის მათი კუდის ბოლო მოქნევა


მსახიობ კახა კინწურაშვილის თქმით, ხალხი არ დაუშვებს „ჯალათური რეჟიმის დამყარებას”.

შესაბამისი განცხადება მსახიობმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა, სადაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებულებით დაკავებული პირების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა.

„არაფერი მაქვს სათქმელი. ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი რეალობა, რაშიც ჩაგვაგდო ე.წ. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის „რუსული ოცნება“, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში დაამყაროს პოლიციური, ჯალათური რეჟიმი, რასაც ხალხი არ დაუშვებს. ეს არის მათი კუდის ბოლო მოქნევა“,- განაცხადა კახა კინწურაშვილმა.

იუმორისტ ვანო ჯავახიშვილის შეფასებით, აბსურდია, თითქოს, იუმორისტი ონისე ცხადაძე ორგანიზებულ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას.

„ამ სასამართლოსგან ყველანაირ გადაწყვეტილებას ველოდით, გარდა იმისა, რომ სწორი გადაწყვეტილება გამოაცხადონ. ეს შენობა რისთვის არსებობს, მაგასაც ვერ ვხდები. სრული აბსურდია, თითქოს, ონისე ცხადაძე ორგანიზებულ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას. ჩვენ მას კარგად ვიცნობთ და მთელი გუნდი მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ონისე და დანარჩენი ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდნენ ამ დაწესებულებიდან“, - განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა.

ინფორმაციისათვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...