500-ზე მეტი ხელოვანი მთელი მსოფლიოდან სოლიდარობას უცხადებს საქართველოს
500-ზე მეტი ხელოვანი მთელი მსოფლიოდან – რეჟისორები, მსახიობები, თეატრის თანამშრომლები, მუსიკოსები, მწერლები, აკადემიკოსები, პერფორმერები და კულტურის სხვა მუშაკები სხვადასხვა სფეროდან – სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მიმდინარე სასტიკი მოვლენების დროს.
განცხადებაში წერია:
„ჩვენ, ხელოვანები, კურატორები და კულტურის მუშაკები მთელი მსოფლიოდან სოლიდარობსა ვუცხადებთ საქართველოს ხალხს და ხელოვანებს, რომლებიც იბრძვიან რუსული იმპერიალისტური პოლიტიკიდან გათავისუფლებისთვის.
ქართველი ხალხის წინააღმდეგობა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ სათანადოდ აღიარებული არ არის.
ჩვენი ეს განცხადება მიზნად ისახავს ყურადღების მიპყრობას საქართველოს მიმართ ხალხის მუდმივ ჩაგვრასა და ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ მუდმივ ბრძოლაზე.
ამჟამად საქართველოში მხატვრები, აქტივისტები და კულტურის მუშაკები არიან მჩაგვრელი და სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყების მოძრაობის სათავეში.
ბოლო წლებში ისინი პოლიტიკური რეპრესიების სამიზნეები იყვნენ. ისინი განდევნილი არიან ძირითადი კულტურული სივრცეებიდან, როგორიცაა მუზეუმები, კინოცენტრები, მწერალთა სახლები და აკადემიური დაწესებულებები. სხვა მომიტინგეებთან ერთად ისინი ახლა პოლიციის ძალადობის, დაპატიმრებებისა და სასტიკი ცემის საფრთხის წინაშე დგანან.
ახალმა „ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონმა“ საქართველოში დააბრუნა ცენზურა, ქვიარ ადამიანების, ქვიარ ხელოვნებისა და კულტურის კრიმინალიზება. ეს საფრთხეს უქმნის ქვიარ საზოგადოებას და ჩვენ მტკიცედ ვდგავართ მათ გვერდით.
ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ქართველი ხალხის სიმამაცითა და გამძლეობით ავტოკრატიისა და ტოტალიტარული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათი წინააღმდეგობა და მონდომება შთაგვაგონებს. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში“.
განცხადებაზე ხელმოწერები გრძელდება აქ.
ხელმომწერთა სია ნახეთ აქ
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.