Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ზარქუა - კლანი არის არასამთავრობო ორგანიზაციებში


კლანი არის არასამთავრობო ორგანიზაციებში, რამდენიმე მდიდარი არასამთავრობო შეიკრიბა და ჰგონიათ, რომ აკონცენტრირებენ საზოგადოებრივ აზრს, სინამდვილეში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებია საზოგადოებაში, ეს მათ შორის, NDI- ის კვლევებშიც ხომ გამოჩნდა? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევასთან დაკავშირებულ კრიტიკას და გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ იუსტიციის საბჭოში ამით კლანი კიდევ უფრო გაძლიერდა.

მისი თქმით, გამოწვევები შეიძლება იყოს სასამართლოში, მაგრამ ეს იმის 10 პროცენტიც არ არის, რაც იყო წინა ხელისუფლების პერიოდში. ზარქუა აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმის არაერთი ტალღა განხორციელდა იმისათვის, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი ყოფილიყო და ამას მაქსიმალურად მიაღწიეს.

„გამოწვევები ბუნებრივია არის, მათ შორის, არის ევროპულ სახელმწიფოებშიც, არავის აქვს განცდა, რომ იდეალურები ვართ, მაგრამ როგორც ცას და მიწას შორის ისეთია განსხვავება, დღევანდელ სასამართლოსა და იმ სასამართლოს შორის, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო. რეფორმები გრძელდება. რაც შეეხება გარკვეულ ჯგუფებს, პრეტენზია რომ აქვს გვარებთან დაკავშირებით, სწორედ ეს ჯგუფები, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ისინი, რომლებიც 2012-2013 წლებში ამბობდნენ - "აბა, არ შეეხოთ მოსამართლეებს, ისინი უნდა დავიცვათ". ეგონათ, მათი ინტერესების გამტარებლები იქნებოდნენ, როგორც სააკაშვილის დროს.

თუ მურუსიძეს და გვრიტიშვილს არ აქვს უფლება, სასამართლოში იყვნენ, მაშინ ბოკერია ან დავით ბაქრაძე როგორ უნდა იყვნენ საერთოდ პოლიტიკაში, ვინც ერთ დღეში მიიღეს ის ცვლილებები, რომლითაც შემდეგ გირგვლიანის თემაზე მურუსიძემ მიიღო ეს გადაწყვეტილება? მაშინ რატომ აქვთ ასეთ ადამიანებს საერთოდ უფლება პოლიტიკაში რომ იყვნენ?! გესმით ეს ორმაგი სტანდარტი?! მურუსიძეს არც ვიცნობ, დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ ის, რაც ვნახეთ, დებატებში, მათ შორის, პროფესიულ ნაწილში, ყველა იმ ოპოზიციურ ექსპერტს თუ წარმომადგენელს, ყველას მოუგო, არგუმენტი არ დარჩათ. ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას არ მოსწონს ეს გვარები, მაგრამ დამოუკიდებელია შესაბამისი სტრუქტურა, სასამართლო ხელისუფლება, თვითონ არჩიეს ეს ადამიანები, თუ გაქვთ პრეტენზიები მიბრძანდით და კითხეთ. კლანი არის პირდაპირ გეტყვით - არასამთავრობო ორგანიზაციებში. რამდენიმე მდიდარი არასამთავრობო შეიკრიბა და ჰგონიათ, რომ აკონცენტრირებენ საზოგადოებრივ აზრს, სინამდვილეში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებია საზოგადოებაში, ეს მათ შორის, NDI- ის კვლევებშიც ხომ გამოჩნდა? ნდობა არ აქვთ, მათ შორის, სახალხო დამცველის მიმართ,"- განაცხადა ზარქუამ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...