სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
შეხვედრის ამსახველი ფოტოები სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარიზში იმყოფება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც.
დღეს საღამოს, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრება.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.