Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - გაცემულია არაკანონიერი ბრძანება - „იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით!“ - როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია, ზურგს უშვერს, სამარცხვინოა


ყველა ვხედავთ, რომ გაცემულია არაკანონიერი ბრძანება - იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით! - როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია, ზურგს უშვერს, სამარცხვინოა, უბრალოდ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მეცხრე დღეა, ადამიანებს ღამ-ღამობით იტაცებენ და დაკავების შემდგომ მათზე ძალადობენ.

„ფაქტია და ყველა ვხედავთ, რომ არის გაცემული არაკანონიერი ბრძანება -იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით. ეს არის ფორმულა ,რომლითაც მოქმედებენ.

მეორე - არაფორმალური დაჯგუფებები, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში უპირისპირდებიან მოქალაქეებს, პოლიცია საერთოდ უმოქმედოა. როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია, ზურგს უშვერს, სამარცხვინოა, უბრალოდ. ეს, წარმოუდგენელი რამ არის. როგორ შეიძლებოდა პოლიციის მძევლად აყვანა ისე, როგორც დღეს, პოლიცია იქცევა. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოება სულ მალე მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქეების, ჩვენი შვილების უფლებები დაცული იყოს. ჩვენ სწორედ ამიტომ გვინდა ევროპულ კავშირში სრულფასოვანი წევრობა“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, გამოსავალი ერთადერთია - სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ მძევლები, უკანონოდ დაპატიმრებულები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...