ნათია მეზვრიშვილი - მოღალატე ივანიშვილმა, რომელიც მშვიდობას გპირდებოდათ, აუშვა მისი ყველაზე საშიში არაფორმალური კრიმინალური ბანდა, იარაღებით და თბილისის ქუჩებში საკუთარ მოქალაქეებს ომი გაუჩაღა
"მოღალატე ივანიშვილმა, რომელიც მშვიდობას გპირდებოდათ, აუშვა მისი ყველაზე საშიში არაფორმალური კრიმინალური ბანდა, იარაღებით და თბილისის ქუჩებში საკუთარ მოქალაქეებს ომი გაუჩაღა.
სამართალდამცავები უკვე ასოცირდებიან კრიმინალურ დაჯგუფებასთან (ვწუხვარ, რომ მე მიწევს ამის თქმა). ერთი, რომ პოლიცია ადამიანებს სასტიკად უსწორდება და მეორე - ივანიშვილის ზონდერები ხალხს ცემენ და პოლიცია უყურებს.
90-იანებში (რომელიც მეც გამოვიარე) როგორც იტყოდნენ, ქვეყანაში სრული „ბეზპრიძელია“, რაზეც პასუხისმგებლობა პირველ რიგში არის ზონდერი ივანიშვილის, რომელიც არაფორმალური ბანდების ხელით ბავშვებს სასტიკად უსწორდება და თავად იმალება.
მეთოდების სისასტიკის მიუხედავად, ახლა გაჩერება არ შეიძლება. ახლა თუ გავჩერდით, საუკეთესო მოქალაქეები დაგვრჩება ციხეში, პატიმრების რაოდენობა გაიზრდება და ყველაზე მძიმე დიქტატურაში ვიცხოვრებთ (ცხოვრებაც არ ქვია).
შევხვდებით რუსთაველზე.
გამოდით, ვინც არ გამოსულხართ!
ხმა ამოიღეთ, ვინც ჩუმად იყავით!
გაიფიცეთ, ვისაც გეხებათ!"
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
Facebook: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/27957819993831423
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
Facebook: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/27957819993831423
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.