სალომე ზურაბიშვილი - გუშინ ღამით შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს არაოფიციალურ დახმარებას უწევდნენ - რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში?
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის გარდა, რომელ ქვეყანაში აქცევენ მასობრივ პროტესტს ალყაში? როგორც წესი, მიზანი დაშლაა და არა განადგურება. გუშინ ღამით სპეცრაზმი თითოეულ დემონსტრანტს დაედევნა, რომელმაც გაქცევა მოახერხა და ცენტრიდან კილომეტრების მოშორებით მიაგნო“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „მმართველი პარტია რეპრესიებს სულ უფრო აძლიერებს“.
„გუშინ ღამით შეიარაღებული ბოროტმოქმედები შეამჩნიეს, რომლებიც სპეცრაზმს არაოფიციალურ დახმარებას უწევდნენ. მმართველი პარტია რეპრესიებს სულ უფრო აძლიერებს“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.