Jump to content
Planeta.Ge

საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულ 8 ადამიანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა


საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულ 8 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. საქმის პროკურორები არიან ვაჟა თოდუა და შმაგი გობეჯიშვილი.

ბრალდებულები, რომლებსაც პატიმრობა შეუფარდეს, არიან:

ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ისაკ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ზვიად ცეცხლაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

მათ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18, 229-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და აფეთქების მომზადებას გულისხმობს.

მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შსს საპროტესტო აქციების ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს შემდეგი მუხლებით:

  • მუხლი 18. დანაშაულის მომზადება
  • მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება
  • მუხლი 225. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა
  • მუხლი 239/1. ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება
  • მუხლი 229. აფეთქება
  • მუხლი 229/1. ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა –  ელექტროენერგიით ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა.
  • მუხლი 353/1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა

ბოლო ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულია 26 ადამიანი.

 

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...