Jump to content
Planeta.Ge

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა შვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს


მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე მისი შვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს. როგორ ის აცხადებს, დაკავების შემდეგ ანდრო ჭიჭინაძეზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა.

„მე სანდრო დავტოვე სახლში, რაღაც პროექტზე მუშაობდა. ჩემს საქმეებს რომ მოვრჩი, ძალიან ბევრი ადამიანის გამოტოვებული ზარი ვნახე. შემდეგ მითხრეს, რომ სანდრო დაიჭირეს. შემოვედი ეზოში თუ არა, ვნახე, ალბათ, 60 პოლიციელი. ამასობაში ხელბორკილებით გამოიყვანეს ანდროც. ბოლოს იყო, რომ მითხრა „დედა არ ინერვიულოო“. მერე სამმა პოლიციელმა შემიყვანა სადარბაზოში და მითხრა, რომ ახლავე აგიხსნით, რატომ ვაკავებთო, თუმცა არაფერი ამიხსნეს და გავიდნენ სადარბაზოს უკანა გასასვლელიდან. როგორც ჩემმა მეუღლემ მითხრა, ზარი ვიღაც გოგომ დარეკაო, ანდრომ გააღო კარიო და გარეთ ბევრი პოლიციელი იყოო. არ იყვნენ აგრესიულებიო. უთხრეს, რომ გედება ბრალი ორგანიზებაშიო. რომელი თავდამსხმელი ანდროა? დიახ, დგას მიტინგზე! დიახ, მეც ვდგავარ მიტინგზე! ჩემი ოჯახის ყველა წევრი... რომც არ წავიდეს ანდრო მიტინგზე, ვეტყვი, რომ წავიდეს! მე უფრო აქტიური ვარ, ვიდრე ანდრო. მე ჩემზე უფრო მქონდა მოლოდინი, ვიდრე ანდროზე. ვიცი, რომ არის მხნედ, არ არის ნაცემი. მინდა ჩემი შვილი მალე ვნახო“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძემ „ტვ პირველთან“ საუბარში.

ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გუშინ დააკავეს. თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე აიყვანეს.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...