Jump to content
Planeta.Ge

გვაიძულებდნენ გვეთქვა, “ხარებას გაუმარჯოს”… თვითონ “ხარება” ვიდეოს იღებდა – აქციაზე ნაცემი მოქალაქე


პროევროპულ აქციაზე სპეცრაზმელების მიერ ნაცემი მთარგმნელი დათა ხარაიშვილი ინგოროყვას კლინიკიდან დღეს, 5 დეკემბერს გამოწერეს. ის დეტალურად იხსენებს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად მოქალაქეებს. ხარაიშვილი ჰყვება, რომ ერთ მოქალაქეს რამდენიმე სპეცრაზმელი სცემს, პარალელურად კი ფოტოებს და ვიდეოებს იღებენ.

დათა ხარაიშვილი იხსენებს, რომ უშალოდ მის ცემას განსაუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება იღებდა.

ხარაიშვილის თქმით, სპეცრაზმელები მოქალაქეებს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების წინ სასტიკად სცემენ, შემდეგ კი მათ უტოვებენ და მიდიან. პოლიცია ნაცემ მოქალაქეს ეუბნება, რომ დაკავებულია ადმინისტრაციული წესით და იზოლატორში მიჰყავს.

“რამდენიმე სპეცრაზმელი სცემდა ერთ ადამიანს. აი, ორ სპეცრაზმელი ერთზე იყო, სამი – მეორეზე და ა.შ. რამდენიც ეტეოდნენ მოკლედ ამ პატარა სივრცეში. თითოეული სპეცრაზმელი უღებდა იმას, ვისაც თვითონ სცემდა. ძირითადად იღებდნენ მაინც ფოტოებს, მაგრამ ხარება [პირადად] უეჭველად ვიდეოს იღებდა, იმიტომ, რომ სტატიკურად ეჭირა ტელეფონი და აშკარად ეტყობოდა, რომ ვიდეოს იღებდა – არ კლიკავდა, რომ ფოტოები გადაეღო. რა მნიშვნელობა აქვს?! ხარება რომ იყო მაგაში, 100%-ით დარწმუნებული ვარ […]

გვაიძულებდნენ, რომ გვეთქვა, ხარებას გაუმარჯოს და თუ არ იტყოდი, მოვიდოდნენ და ჩაგარტყამდნენ. 100 მეტრს გაუვლიდა ეს სამარშრუტო, იქ სხვა ჯგუფთან მივიდოდა, გაიღებოდა კარი და ვიღაცები შემოიხედავდნენ აგრესიულად – “აბა, ვინ მოგვიყვანეთ?!”. შემოცვივდებოდნენ და მერე იწყებოდა ისევ ცემა-ტყეპა.

კრიმპოლი [კრიმინალური პოლიცია], რომელიც შედარებით უკეთ იქცევა, არავის არ ურტყამს და ძალიან ისე, ზრდილობიანად გელაპარაკება, ეს ხალხი უყურებს ყველაფერს. მათ თვალწინ ხდება ავტობუსში ეს ყველაფერი […] მერე აღებენ კარს, ჩამოჰყავხარ და მიაჩეჩებენ შენს თავს პოლიციელს და ისიც – “ბატონო დავით, დაკავებული ხართ ადმინისტრაციულ წესით და გთხოვთ დაემორჩილოთ ჩემს მითითებებს”. ვითომ, ბოლო 40 წუთის განმავლობაში მის წინ ვიღაცა არ გცემდა წიხლებით და მუშტებით”, – ჰყვება დათა ხარაიშვილი TV პირველთან საუბრისას.

მისი შეფასებით, ის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში სპეცრაზმელები აკეთებენ, არის არა უბრალოდ ანგარიშსწორება, არამედ წამება. ზუსტად ასე შეაფასა სპეცრაზმელების მოქმედება სახალხო დამცველის აპარატმაც.

დათა ხარაშვილი 3 დეკემბერს, გამთენიისას სცემეს. დაზიანებების გამო ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია თვალბუდის მოტეხილობის გამო. გარდა ამისა, მას დაუდგინდა ტვინის შერყევა.

 

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...