,,ამ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს, არც შიდა და არც გარე ლეგიტიმაცია” – სოფიო ხორგუანი
,,ილუზიაა, რომ არალეგიტიმურობა ამ ხელისუფლებისთვის პრობლემა არ არის და მათ ამით ხელი არ ეშლებათ. ისინი, უბრალოდ ცდილობენ ამაზე აქცენტი არ გაკეთდეს”, – ამის შესახებ ,,გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სოფიო ხორგუანმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,ჩვენ არ ვართ რუსეთი, არც ბელორუსია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელიც დამოკიდებული ვართ იმაზე, რომ დავრჩეთ და ვიყოთ ცივილიზებული, ქრისტიანული, დასავლური სამყაროს ნაწილი. ეს არის ჩვენი გადარჩენა. პროქართულობა ნიშნავს პროევროპულობას. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და შევდგეთ, როგორც სახელმწიფო ძალიან გვჭირდება ეს სტატუსი შევინარჩუნოთ. სხვაგვარად ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლება, რომ როგორც სახელმწიფო თვითმყოფადი გადავრჩეთ.
ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დასავლურმა ცივილიზებულმა სამყარომ გვაღიაროს, როგორც მისი ნაწილი. თუ ეს სამყარო ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ცნობს, ეს არის პრობლემა მათთვისაც, ჩვენი სახელმწიფოსთვისაც და თითოეული მოქალაქისთვისაც.
ეს ყველაფერი კი არის ამ ხელისუფლების ბრალი. ამიტომ ეს მათთვის პრობლემაა. როგორი ილუზიაც არ უნდა შეიქმნან, რომ მათ არ სჭირდებათ აღიარება, როგორც შიგნით, ისე გარეთ, ეს ასე არ არის ნამდვილად”, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა ,,მედიაცენტრ მთავართან”.
mcm.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.