ჯო უილსონი: სახდეპმა უნდა დაიწყოს კალაძისა და გომელაურის სანქცირებით
აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაასანქციროს კახა კალაძე და ვახტანგ გომელაური.
„საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკარგა დემოკრატიის ხილვადობაც კი და ახლა აკავებს უდანაშაულო აქტივისტებსა და ოპოზიციის მშვიდობიან წევრებს მათ სახლებსა და სამსახურებში. ქართული ოცნება კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს.
აშშ-მა ამას უნდა უპასუხოს უდანაშაულო ქართველებზე ძალადობაში ჩართული პირების სანქცირებით. ახლა თუ არ ვიმოქმედეთ, ოცნება განაგრძობს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიის ესკალაციას იმ დონემდე, რომელიც ათწლეულებია ამ ქვეყანაში არ გვინახავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაუწესოს პერსონალური სანქციები თბილისის მერს, შს მინისტრს და ყველა სხვა ოფიციალურ პირს, ვინც პასუხისმგებელია. მოვუწოდებ ევროპელ მოკავშირეებს, იგივე გააკეთონ“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.