გახარია: „ოცნებამ" „ნაცებს" გაასწრო
„დღეს სამწუხაროდ „ოცნებამ”„ ნაცებს” გაასწრო, ყველაფერში გაასწრო”, – ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ის გამოეხმაურა როგორც აქციის მონაწილეების ძალადობრივად დაშლის მეთოდებს და ასევე პარალელი გაავლო წინა ხელისუფლებასთან.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხალხს მშვიდობას დაჰპირდა, თუმცა ომი გაუმართა რუსთაველზე, დაჰპირდა ევროპა, თუმცა მოკლა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.
მედიისთვის მიცემულ კომენტარს გახარია საკუთარ facebook-გვერდზე ავრცელებს.
„ჩვენ აქ ყოველდღე ვდგავართ, მაგრამ დღევანდელი ჩვენი აქ მოსვლა განპირობებულია კიდევ იმით, როგორი სისასტიკით უსწორდებიან ყოველ ღამე საქართველოს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს ყველანაირი მიზეზის გარეშე უბრალოდ აკავებენ და დაკავებულ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს შემდგომ სასტიკად სცემენ, ძალადობენ მათზე – ზოგი საავადმყოფოშია, ზოგი „კაპეზეზე” და ზოგი სად და ამ ხალხს ვეძებთ.
უბრალოდ ამ ყველაფერმა უკვე ისეთი ფორმა მიიღო, რომ ყველანაირ წესს, ნორმას, ღირსებას… კანონზე აღარ ვსაუბრობთ. ეს, რაც ხდება, უკვე კანონის მიღმაა ძალიან დიდი ხანია.
მე მინდა უბრალოდ იმ ხალხს, ვისაც ჯერ კიდევ ოდნავ მაინც „ოცნების” რაღაცა მხარდაჭერა შერჩა – გაიხსენეთ უბრალოდ, 2012 წელს ეს ხალხი როგორ მოვიდა ხელისუფლებაში, რა დაპირებით – ადამიანის ღირსების, ადამიანის პატივისცემის – რომ თურმე ადამიანი იქნებოდა „ოცნების” ზრუნვის ცენტრში.
დღეს სამწუხაროდ „ოცნებამ”„ ნაცებს” გაასწრო, ყველაფერში გაასწრო.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმის შემდგომ უკვე 15 წელი გავიდა. ახლა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ფორმები, რა ფორმებითაც დღეს „ოცნება” ძალადობს, ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, წარმოუდგენელია, ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. ეს იმედგაცრუება კი არაა, ეს საქართველოს მოქალაქეების ტრაგედიაა, იმ ხალხის, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას ნორმალურ სამშვიდობოზე გაიყვანდა…. მშვიდობას დაგვპირდა და აგერ ომი გაგვიხსნა რუსთაველზე, ევროპას დაგვპირდა და საბოლოოდ მოკლა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა”, – განაცხადა გახარიამ.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.