Jump to content
Planeta.Ge

ილია ღლონტი მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე - ეს არის ავტორიტარული სახელმწიფოს კიდევ ერთი ნაბიჯი ხალხის დასაშინებლად, რათა ისინი არ გამოვიდნენ ქუჩაში, ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს!


ეს იყო დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი, - ამის შესახებ „დაიტოვეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ილია ღლონტმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სამართალდამცავებმა მის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს.

როგორც ღლონტმა აღნიშნა, მისი სახლიდან პოლიციამ ამოიღო პირადი მობილური, ტექნიკა და ლეპტოპი.

„ეს იყო დაშინება და იმის მცდელობა, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი. მე ყველას მოვუწოდებ, რომ პირიქით, მეგობრებო, თქვენ თუ დღეს ხმას არ ამოიღებთ, ზუსტად იმავენაირად მოხდება ყველაფერი, როგორც ჩემ მიმართ მოხდა და ხვალ, ზეგ, თქვენ თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო, იმის გამო, რომ „ფეისბუკზე“ დამოუკიდებელ აზრს დაწერთ, მოგადგებიან თქვენც. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეშინდეთ! ბრძოლა ახლა იწყება! ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად! მე ვსაუბრობ ამას იმ ბავშვების, დიდების, იმ ადამიანების სახელით, ვისაც აქციებზე ყოველდღე ვუყურებ. ეს არის ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანების მიმართ ძალადობა, დაშინება. უნდათ ვიღაცამ საკუთარი მოქმედება, თავისუფალი აზრის გამოხატვა შეაჩეროს.

დაკავების საფრთხეც და ყველანაირი საფრთხეც, რა თქმა უნდა, იქნება. ამოიღეს ტექნიკა, ჩემი პირადი მობილური და ლეპტოპი. ეს ამოიღეს, გასაგებია რისთვისაც... ჯგუფში რაც "იპოსტება", ყველა ხედავს, ამას არ სჭირდება არანაირი გამოძიება. ამის იქით არაფერი ხდება. უბრალოდ ეს არის დაშინება, პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ამ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტის გამოხატვა. [მედავებიან] ჯგუფური ძალადობისა და არეულობისკენ მოწოდებას. ჩემი ტექნიკა ამოიღეს იმისთვის, რომ ამოიღონ ინფორმაცია, სავარაუდოდ. მაგრამ ამით ვერავის ვერ შეაშინებენ. ხალხი აქაც მოვიდა და ხალხი მოვა ყველგან, სადაც იქნება უსამართლობა. ამ ქვეყნისთვის ბრძოლა გრძელდება. არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით! არავის ეგონოს, რომ მე მეშინია ან ამით ვინმეს დააშინებენ! ყველაფერი გრძელდება და ბოლომდე ვიდგებით ამ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ხალხი ქუჩაში არის გამოსული ინდივიდუალურად, თავისი პირადი პასუხისმგებლობებით, თავისი სურვილითა და ნებით, არანაირი მოწოდება, ორგანიზება ამის არ ხდება. გადახედეთ იმ ადამიანებს, ვინც აქციაზე დგანან, ჩახედეთ მათ თვალებში, ჩახედეთ იმ ჟურნალისტებს თვალებში, რომლებსაც მოძალადეები სცემენ, ამაზე არ იწყებენ გამოძიებას და რა სამართლიანობაზეა საუბარი?! რა სამართლიანობაზეა საუბარი, როცა პირდაპირ ეთერში სცემენ ბავშვებს, ჟურნალისტებს იჭერენ, ამაზე არანაირი გამოძიებას არ იწყებენ, იწყებენ რაღაც „ფეისბუკ“ ჯგუფში მოწოდებისკენ, რაღაც უაზრობებს. რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად, ავტორიტარული სახელმწიფოს კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ ხალხი დააშინონ, რათა ისინი არ გამოვიდნენ ქუჩაში. ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს! ჰგონიათ, რომ ახლა შემოვარდებიან სახლებში, წაიღებენ ჩვენს ტექნიკას... იპოვიან იმავეს, რაც ჯგუფში წერია, ამის იქით არაფერი ყოფილა. „დაიტოვე“ არის ყველაზე ძლიერი სამოქალაქო პლატფორმა”, - განაცხადა ილია ღლონტმა.

ცნობისთვის, ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში პოლიცია იყო შესული.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...