Jump to content
Planeta.Ge

სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ


სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მანამდე ქრისტინე ბოტკოველი მისი მეგობრის, ილია ღლონტის სახლში მივიდა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა.

ქრისტინე ბოტკოველის განმარტებით, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ჯგუფ "დაიტოვეს" აქტიურობას უკავშირდება.

„მოვედი ილია ღლონტის სახლში იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია. ველოდებოდი რა მოხდებოდა, რატომ იყო პოლიცია შესული, უცებ მოვიდნენ ჩემთან, სახელი-გვარი მკითხეს და მითხრეს, რომ ჩემთან გასაუბრება უნდათ. დავიბენი, პირველად ვხედავ ჩემს ცხოვრებაში ასეთ რამეს. პოლიციას მაშინ ვიძახებ, როცა მიჭირს და ვიძახებ, რომ დამეხმარონ",-განაცხადა ქრისტინე ბოტკოველმა.

მისი განმარტებით, სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, იგეგმება თუ არა სახლში ჩხრეკა. ის სამართალდამცველების დაკითხვას ჯგუფ "დაიტოვეს" საქმიანობას უკავშირებს.

"აქტიური ადამიანი ვარ და ალბათ, ვიღაცებს თვალში ვეჩხირები",-განაცხადა ბოტკოველმა.

ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...