Jump to content
Planeta.Ge

გვარამია დააკავეს – პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებს ჩხრეკს


ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდა.

ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობის”, “ახალის”, “დროას”, “გირჩი – მეტი თავისუფლების” და ჯგუფ “დაიტოვეს” ლიდერების, ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლებში.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ისინი პროცესის დასრულებამდე დეტალურ განმარტებას არ აკეთებენ.

“ახალის” ლიდერი, ნიკა გვარამია პოლიციელებს სთხოვდა, შეეჩერებინათ ჩხრეკა და მიეცათ ოფისში შესვლისა და პროცესზე დასწრების უფლება, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა გვარამიას ტერიტორიიდან გაყვანა. ფიზიკური დაპირისპირების დროს გვარამიამ, სავარაუდოდ, გონება დაკარგა.

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...