მარია ზახაროვა - საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება
ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„რაც შეეხება საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების შემდგომ პერსპექტივებს, ჩვენ ამ გზის გავლისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, მოსკოვს ქართველი ხალხის გონიერებისა და კეთილშობილების სჯერა.
„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობას საკმარისი წინდახედულობა და რწმენა ეყოფა, რომ სხვის ბინძურ და ძალიან საშიშ თამაშში მარიონეტი არ გახდეს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.