საჯარო სექტორში დასაქმებული 300-მდე ადამიანი „ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება
საჯარო სექტორში, სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული 300-მდე ადამიანი ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაცია. ასევე, გმობს აქციის მონაწილეებზე ძალადობას.
განცხადებაში ვკითხულობთ:
„ჩვენ, საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები, გულწრფელად და ერთგულად ვემსახურებოდით და ვემსახურებით არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც გულისხმობს ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო ატლანტიკური მისწრაფებების დაცვას.
მიგვაჩნია, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია და ყველა იმ მექანიზმის ბოლომდე ათვისება, რომელსაც გვთავაზობს ეს პროცესი. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირის საკანონმდებლო სივრცესთან დაახლოების პროცესში, იმ რწმენით, რომ ეს ჩვენი წინაპრებისგან გარდაუვალი სურვილით ნაკარნახევი, ადამიანზე ორიენტირებული და დაცული მომავლისთვის ყოველდღიური შრომა იყო. ვშრომობდით რა იმ მომავლისთვის, რომელიც თითოეულ ადამიანს ღირსეული ცხოვრების, კეთილდღეობის, თანასწორობის, განვითარებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის საშუალებას აძლევს,
ამ რწმენით, ცალსახად ვემიჯნებით 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას!
ვადასტურებთ, ჩვენს განუხრელ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ, არაერთხელ მკაფიოდ გამოხატული ნების მიმართ!
ვემსახურებით საქართველოს!“.
განცხადებას ხელს აწერენ მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, სემეკის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სახლის, სერვისების განვითარების სააგენტოს, თავდაცვის, განათლების, გარემოს, ეკონომიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა სამინისტროების, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს, საჯარო სამსახურის ბიუროს, ციფრული მმართველობის სააგენტოს, ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, აღსრულების სამსახურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სტატისტიკის სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ქონების ეროვნული სააგენტოს, საბაჟო დეპარტამენტის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიების თანამშრომლები.
განცხადება ღიაა და ხელმოწერა შეუძლია საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებულ, ნებისმიერ ადამიანს.
ხელმოწერისთვის ბმული იხილეთ აქ
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.