Jump to content
Planeta.Ge

“ოცნებას” საქართველო რუსული ტიპის ავტოკრატიისკენ მიჰყავს- ამერიკელი სენატორები


„მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გაჩაღებულ ძალადობას“, – აცხადებენ ამერიკელი სენატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „თბილისის ქუჩები ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის”. 

ამის შესახებ ნათქვამია 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი,  სენატორი როჯერ ვიკერი და სენატორმა ჯონ კორნინი აწერენ. 

 „ქართული ოცნების” ნაბიჯი, შეაჩეროს  ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, ევროპული ღირებულებებისა და ინსტიტუტების გამტკიცების მიმართ ქართველი ხალხის აშკარა და უსაზღვრო სწრაფვის სრული ღალატია. ეს არის არა დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმისკენ მიდრეკილი მთავრობის საქციელი, არამედ თავდაუჯერებელი რეჟიმისა, რომელიც საქართველოს რუსული ტიპის ავტოკრატიისკენ მიათრევს. ეს ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებს და ძირს უთხრის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს”, – აცხადებენ სენატორები. 

„მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გაჩაღებულ ძალადობას. იმ ქართველმა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და დემოკრატიული პრინციპების რღვევაზე, პასუხი უნდა აგონ”, – წერენ სენატორები. 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...