კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - კანადა საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დაუწესებს
საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დავუწესებთ და ამას რა თქმა უნდა, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან თანამშრომლობით გავაკეთებთ, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, დაუწესებს თუ არა კანადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს.
„ამ შეკითხვას გუშინ ვუპასუხე, რიგაში, სადაც „3+1“ შეხვედრას ვესწრებოდი. მე ვთქვი, რომ ნამდვილად დავუწესებდი სანქციებს თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს საქართველოში და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან მუშაობით გავაკეთებთ“, - აღნიშნა მელანი ჯოლიმ.
შეგახსენებთ, გუშინ მელანი ჯოლიმ ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს იმ ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ან კორუფციაში არიან ჩართულები.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.