Jump to content
Planeta.Ge

პარტია "საქართველოსთვის" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
 
ვეხმაურებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნაბიჯი ძირს უთხრის სასამართლოს მიმართ სანდოობას და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და ბარიერია კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
იუსტიციის უმაღლეს საბჭო კონსტიტუციური ორგანოა და კანონით სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია. კანონის საპირისპიროდ, დღეს აღნიშნული ორგანო გადაიქცეულია ხელისუფლების ხელში, ე.წ. გავლენის ჯგუფის მეშვეობით, მთლიანი სასამართლო სისტემის მართვის ინსტრუმენტად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გავლენის ჯგუფის გაძლიერება იმ ფონზე, როცა ოცნებას არ დაუწყია სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა, არის ხელისუფლების მიერ კიდევ ერთხელ ღიად გამოხატული ნება, რომ ის არ აპირებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის ქმედითი ნაბიჯის გადადგმას და შესაბამისად, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას. აღნიშნულს ემატება ისიც, რომ არსებობს იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრად ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატების არჩევის რისკები.
კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, გვერდით გადადოს ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი და დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა, რომლის გზა იუსტიციის საბჭოს რეფორმირებაზე გადის; დაუყოვნებლივ დაიწყოს პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივის განხილვა საბჭოში გადაწყვეტილების ე.წ. ორმაგი 2/3-ით მიღების შესახებ და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, ყველა სხვა რეკომენდაციის შესასრულებლად, რომლებიც მიზნად სასამართლოს რეალურ დამოუკიდებლობას ისახავს.

Edited by tvati

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...