ადგილობრივი არჩევნებიდან ძალიან გაბრაზებული დავბრუნდი და ნაწერსაც ემჩნევა კვალი.საკუთარი ნიკით ეფექტური არ იქნებოდა .ამიტომ წავიმაიმუნე. უფრო ორთქლი გამოვუშვი.
გამარჯობათ!
შემთხვევით მომასწავლეს ეს ფორუმი და ჩემი, როგორც პედაგოგის გულისტკივილი მინდა გაგიზიაროთ
55 წელს გადავცდი შვილებო , ქმარი პენსიას ამარაა, უკვე 35 წელია მე სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ ვმუშაობ და დღეს შემაშინეს სამსახურიდან გაგდებენო.
მიშას ვენაცვალე მე , მაგას მივეცი ხმა და რაიონის მაჟორიტარს.
სადარბაზოს კოორდინატორად ვმუშაობდი , რაღაც ფული მომცეს, აბა ქმარშვილს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებდი? იმდენი ვიშრომე , იმდენი ვიწვალე .... ვამაყობ რომ საქართველოს გამოვადექი .
კომისიაშიც ვიყავი თავმჯდომარე. ჩემთან არაფერი გაყალბებულა, ბავშვებს ვფიცავარ, ჩემ ნუნუს მოსკოვში მოუკვდეს ის შვილი, თუ გატყუებდეთ .
გაყალბებაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ასეულობით ამომრჩეველი სიებში ჩაიწერა. აბა როგორ ? განა თბილისის გარეთ მაცხოვრებლებს არ ქონდათ ამის უფლება? დედაქალაქის მერი ხომ საერთოა ჩემ ოჯახშიც 2 ადამიანი ეწერა. ეს რაა? ოპოზიციას მოეყვანა მეტი ამომრჩეველი და მოიგებდა .
ან გაყალბებაა შვილო,რომ დავიბარე მასწავლებლები და ავუხსენი , სამსახური მოითხოვდა ქვეყნის პარტიისათვის ხმის მიცემას. ხომ არ დამიძალებია?
დედაშვილურად ვურჩიე ან გაყალბებაა,როცა გამგეობას მივეცი გამოკითხვის შედეგები . ხომ უნდა ცოდნოდათ ვინაა მათი ერთგული....ისეც ხალხს წაადგება დედა . მე თქვენთვის ვარ, თქვენზე ვზრუნავ.
ყოველთვის ხალხის სამსახურში ვიყავი. კომუნისტების დროს მოვედი სკოლაში , მაშინ პიონერხელმძღვანელი გახლდით, შემდეგ ციცო შემოგევლოთ, ზვიადის და მერაბის კუთხე მოვაწყვე. აბა რა !!!მიტინგებზეც დავდიოდი , ოჰ ეს საზიზღარი პუტჩისტები, მაგათი სინსილა გაწყდეს ერთ დღეს , შევარდნაძე რომ მოვიდა ისეთი შეხვედრა მოვუწყვეთ, ისეთი ....ბავშვებს "შემოდგომის გაცილება" ვაზეიმეთ, გაგვიღიმა ....მაშინაც საარჩევნო კომისიაში ვიყავი..... შვილებს ვფიცავარ მე არ ვაყალბებდი, მხოლოდ ბეჭედით სარგებლობდნენ. აბა რუსეთს და აბაშიძეს ხომ არ მივცემდი ხმას .
სამაგიეროდ ვარდების რევოლუციის პირველი დღიდანვე მიშას მხარეზე ვარ. დავენაცვლე მას.
რამდენიმე სოფელი დაკარგა ...მეტი ხომ არაფერი ....
ოპოზიციის იმედიც მქონდა აქციებზე სულ იქ ვიყავი. აუ რამდენი ნაცნობი ვნახე , ხმა გრეჩიხას მივეცი იმ წელს .....მაგრამ არ ივარგა ოპოზიციამ, არცერთი პარტია არაა ხალხისათვის და სკოლის სიყვარულით ვხელმძღვანელობ დღემდე.
ბატონო დიმიტრი !
გთხოვთ მომისმინოთ და არ გამაგდოთ სკოლიდან . მე ბავშვები მიყვარს. კი იმათ ჩემი აღარ ესმით, მაგრამ სიყვარული ბოლომდეა .
მათ თავს ვფიცავარ , ცხარე ცრემლებით ვიტირებ იცოდეთ . მე ხომ ქვეყანას თაობები გავუზარდე და სახელმწიფოს ვემსახურე. დამაფასეთ . მე ამ ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ.
რეფორმა აუცილებელია, თქვენს გვერდით ვარ . გავყაროთ ვინც გასაყრელია, მაგრამ, მე არ შემეხოთ . ჩემს ნოდიკოს ვფიცავარ , თქვენს გვედრდით ვიქნები.
ისე რას გწერთ? იცით უჩემოდ ვერ გაძლებთ. მაჟორიტარი კიდევ ასარჩევი გყავთ. ციცო შემოგევლოთ, ჩემზე უკეთესად ვინ იცის კორპუსი.....
ისადა ზურა თუ მოვა ნოღაიდელი არც ეგაა პრობლემა, ნოდიკოს ნათლიის ბიძააა, მაშინაც განვაგრძობ ქვეყნის და ბავშვების სამსახურს. ჯერ ესენი არიან და ამათ უნდა ვემსახურო
აბა სხვანაირად როგორ?!
კოდი: ციცო დეიდა შემოგევლოთ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.