Jump to content
Planeta.Ge

კულება: უკრაინას არ აქვს "ბინძური ბომბი" და არ აპირებს მის მოპოვებას


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერში წერს, რომ მის ქვეყანას არ აქვს ე.წ. "ბინძური ბომბი" და რომ რუსეთი, შესაძლოა, თავად ემზადება მის ასაფეთქებლად.

"რუსული ტყუილი იმაზე, რომ თითქოს უკრაინა გეგმავს 'ბინძური ბომბის' გამოყენებას, იმდენადვე აბსურდულია, რამდენადაც სახიფათო", - წერს კულება. "პირველ რიგში, უკრაინა ერთგულია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა: ჩვენ 'ბინძური ბომბები' არც გვაქვს და არც ვაპირებთ მათ მოპოვებას. მეორე - რუსები ხშირად სხვებს ადანაშაულებენ ხოლმე იმაში, რის გაკეთებასაც თავად გეგმავენ".

კულებამ ამ განცხადებებით უპასუხა საინფორმაციო სააგენტოების ცნობებს იმის შესახებ, რომ 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დაურეკა თავდაცვის მინისტრებს სულ მცირე ოთხ სახელმწიფოში - დიდ ბრიტანეთში, თურქეთში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში.

 

რუსეთის სამინისტროს ტელეგრამის არხზე ნათქვამია, რომ ამ საუბრებში შოიგუმ "თავის კოლეგებამდე მიიტანა შეშფოთება უკრაინის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ, 'ბინძური ბომბის' გამოყენებით".

ამ სახელს უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის გამოყენებითაც ატმოსფეროში ხვდება რადიოაქტიური ნივთიერებები.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...