ნატო-ს გენერალური მდივანი - მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად - ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და ვგმობ მას
ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და მე ცალსახად ვგმობ ამას. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად და ვფიქრობ, ეს არის ყველა ქართველის ინტერესი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, როდესაც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ნატო არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიის პატივისცემას.
„მტკიცედ მჯერა, რომ ეს ღირებულებები არის ჩვენი კოლექტიური მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველი. რასაც ამ მომენტში ვხედავ, არის ის, რომ ყველა მოკავშირე ნათლად აცხადებს, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში, ან დემოკრატიის წინსვლას და ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას. მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დარჩეს იმ გზაზე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაადგა“, - აღნიშნა მარკ რუტემ.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.