Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს ელჩი ჩეხეთში გადადგა


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე გადადგა.

„დავწერე განცხადება ჩეხეთში საქართველოს ელჩის პოსტიდან გადადგომის შესახებ. დიდი პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებისთვის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, ხელი შემეწყო მისი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციისთვის, და დამეცვა მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიულ მთლიანობა.
მე საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები“, — წერს მაისურაძე X-ზე.

 

თეა მაისურაძე მეხუთე ელჩია, რომელმაც თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ განაცხადა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...