Jump to content
Planeta.Ge

RT-ს წამყვანთან, რომელსაც უკრაინელი ბავშვების ჩაძირვა სურს, "თანამშრომლობა შეაჩერეს"


კრემლის საერთაშორისო, პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა გამოაცხადა, რომ „მოცემულ მომენტში თანამშრომლობას აჩერებს“ არხის რუსულენოვანი მაუწყებლობის ხელმძღვანელ ანტონ კრასოვსკისთან. 20 ოქტომბერს, კრასოვსკიმ თავის საავტორო პროგრამაში, მწერალ სერგეი ლუკიანენკოსთან საუბრისას განაცხადა, რომ მდინარეში უნდა ჩაძირო ან ცოცხლად დაწვა უკრაინელი ბავშვები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

კრასოვსკის გამონათქვამს სიმონიანმა „საზიზღრობა“ უწოდა და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის „რთულად დასაჯერებელია“, რომ კრასოვკსის „გულწრფელად მიაჩნდა, რომ ბავშვები უნდა ჩაძირო“, მასთან „თანამშრომლობას აჩერებს“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, მსოფლიოს იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებსაც Russia Today-ს მაუწყებლობა ჯერ კიდევ არ აუკრძალავთ, მოუწოდა, კრასოვსკის ინტერვიუს ეს ნაწილი ნახონ.


კულებამ ტვიტერზე დაწერა, რომ კრასოვსკის პასუხისგებაში მისცემენ გენოციდის აგრესიული წაქეზებისთვის, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სიტყვის თავისუფლებასთან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსოფლიოს მიმართა, აკრძალონ Russia Today.
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...