Jump to content
Planeta.Ge

თეიმურაზ ჯანჯალია: თანამდებობა ბოლოდროინდელი მოვლენების გამო დავტოვე


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია ამბობს, რომ „ზოგიერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი” მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს.

თეიმურაზ ჯანჯალიამ პოსტი გუშინ, 30 ნოემბერს დატოვა.

დღეს, 1 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება„ქართულმა ოცნებამ” მიიღო.

„თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მაკა ბოჭორიშვილმა. მაკა ბოჭორიშვილმა მას შესთავაზა სისტემაში დარჩენა, რა იქნება მისი გადაწყვეტილება არ ვიცი“. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

სწორედ ამ განცხადებას უწოდებს ჯანჯალია დეზინფორმაციას.

„მინდა, გავიმეორო, რომ ჩემი გადაწყვეტილება განპირობებული იყო ბოლოდროინდელი მოვლენებით. ამ საკითხის ნებისმიერი სახით მანიპულირების თუ დამახინჯების მცდელობა მხოლოდ ხელს შეუწყობს მათ მიმართ პატივისცემის ძირის გამოთხრას, რომელიც ამას აკეთებს.

მე ვაფასებ დროს, რომელიც გავატარე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. პატივი იყო, მემუშავა თავდადებული პროფესიონალების შესანიშნავ გუნდთან. ძალიან ვამაყობ ჩვენი ერთობლივი წვლილით.

მე კვლავ მჯერა, რომ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევით მივაღწევთ ნამდვილი ევროპული საქართველოს ხილვას, სადაც მომავალი თაობები ევროპული ოჯახის შემადგენლობაში იცხოვრებენ”. – წერს თეიმურაზ ჯანჯალია.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...