Jump to content
Planeta.Ge

ხერსონის პრორუსული ხელისუფლება მამაკაცებს "სახალხო ლაშქარში" ჩაწერისკენ მოუწოდებს


მოსკოვის მიერ დანიშნული ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლება ქალაქში დარჩენილ მამაკაცებს ადგილობრივ "სახალხო ლაშქარში" გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.

მანამდე საოკუპაციო რეჟიმმა ხერსონის უკრაინის რეგიონში დაიწყო ადგილობრივი მილიციის ფორმირება და განაცხადა, რომ ქალაქში დარჩენილ ყველა მამაკაცს, რომელიც ამჟამად ევაკუაციის შესახებ ბრძანებ ამოქმედებას ელოდება, შეუძლია შეუერთდეს სახალხო ლაშქარს, თუ ისინი არ დატოვებენ ქალაქს. 24 ოქტომბერს ტელეგრამში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებს, რომ მამაკაცებს აქვთ "შესაძლებლობა" შეუერთდნენ ქალაქ ხერსონის ტერიტორიულ თავდაცვის დანაყოფებს, თუ ისინი დარჩენას გადაწყვეტენ.

რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწოდებდა რეგიონის მაცხოვრებლებს დაეტოვებინათ ხერსონი, რუსეთის მიერ გასულ თვეში უკრაინის ოთხიდან ერთ-ერთი ანექსირებული რეგიონი, მიუხედავად ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინული ძალების მნიშვნელოვანი სამხედრო მიღწევებისა.

უკრაინის ხერსონის ოლქის დე ფაქტო, პრორუსულმა ადმინისტრაციამ 19 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ადგილობრივ მცხოვრებთა „ორგანიზებული გადაადგილება“ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე. პრეზიდენტ პუტინის მიერ ხერსონის ოლქის ე.წ. „გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24“-ს უთხრა, რომ დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადადიან "სამთავრობო სტრუქტურებიც" და შვიდი დღით იკრძალება ხერსონის ოლქში სამოქალაქო პირების შესვლა. სალდომ მიზეზად დაასახელა საბრძოლო მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავება.


18 ოქტომბერს, უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ხერსონის მიმართულებით არსებულ ვითარებას დაძაბული უწოდა და არ გამორიცხა „არამარტივი გადაწყვეტილებების“ მიღება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...