ევროკავშირის ლიდერები კიევში ჩავიდნენ
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი ანტონიო კოსტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი კიევში ჩავიდნენ, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ანტონიო კოსტა, კაია კალასი და მარტა კოსი უკრაინას ახალი თანამდებობების ოფიციალურად დაკავების პირველივე დღეს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
„თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ვიზიტისას ჩემი გზავნილი ნათელია: ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - წერს კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა 27 ნოემბერს დაამტკიცა. ახალმა ევროკომისიამ ოფიციალურად მუშაობა დღეიდან დაიწყო.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.