შოთა არველაძე - მე გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, რომ დღეს არ მოვსულიყავი და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა - ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე
მე გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, რომ დღეს არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა. ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე, - ამის შესახებ ფეხბურთელმა შოთა არველაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„საიდან დავიწყო რთულია, ალბათ, ყველას თავისი პროტესტი აქვს საერთოდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე - ზოგი წერს, ზოგი მოდის და აქ აპროტესტებს. მე გუშინდელმა ღამემ, რა თქმა უნდა, ვერ გამაძლებინა, რომ დღეს, არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა და არ შევერთებოდი პროტესტის მონაწილეებს. ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი იყო, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე. რაც ხდება საშინელებაა. ის, ვინც მართლა უნდა გიცავდეს, ის, ვინც მართლა შენსკენ უნდა იყოს, ასე ექცევა თანამემამულეს, ქალს არ ვიცი, ვინც არ უნდა იყოს - თუ ეს, როდისმე ხდებოდა და ცუდი იყო და დღესაც ხდება, ეს, ისეთივე ცუდია, როგორც ადრე. შესაბამისად, აუცილებლად უნდა გამოხატო, თქვა, დაწერო, მაგრამ მე, სხვათა შორის გადავწყვიტე, რომ საერთოდ ამ ბოლო მოვლენებზე არაფერი არასდროს დამეწერა და თუ მექნებოდა საშუალება მოვსულიყავი და თვითონ შევუერთდი ამ მოვლენას და პროტესტს“, - განაცხადა შოთა არველაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საქართველოში პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე დღეა თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.