ჰადადი: საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა EU-სთან გაწევრების მოლაპარაკებების შეწყვეტაზე
ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ბენჯამინ ჰადადი X-ზე წერს, რომ ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.
„საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების შეწყვეტაზე. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიები უნდა შეწყდეს”, – წერს ჰადადი.
ჰადადის განცხადებას სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც დაწერა, რომ „საქართველო აფასებს საფრანგეთისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას. ქართველი ხალხი არ დანებდება!“.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.