Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - პერსონალურად მოგმართავთ... კანონი და მანდატი გავალდებულებთ გაემიჯნოთ ივანიშვილის და მისი „ოცნების“ ღალატს და იმოქმედოთ - ხალხს აჩვენეთ სად დგახართ


"პერსონალურად მოგმართავთ:
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს - კოკა კაციტაძეს; გენერალური პროკურორს - გიორგი გაბიტაშვილს, გენერალური პროკურორის მოადგილეებს - გიორგი ბადაშვილს, ავთო კოჭლამაზაშვილს, ნათია მერებაშვილს, შოთა რიჟამაძეს.
მინიმუმ ჩაატარეთ ბრიფინგი და გვითხარით - აპირებთ სასწრაფოდ იმოქმედოთ და აღკვეთოთ ძალადობა თუ ფორმდებით სახელმწიფოს, კონსტიტუციის და ხალხის ღალატის და ევროინტეგრაციის პროცესის ძალადობით შეჩერების თანამონაწილე?
კიდევ ერთხელ: ძალიან ვაფასებ ერთად გაკეთებულ კარგ საქმეებს, მაგრამ ახლა წყდება ქვეყნის ბედი, რაც ყველაზე მაღლა დგას.
კანონი და მანდატი გავალდებულებთ გაემიჯნოთ ივანიშვილის და მისი „ოცნების“ ღალატს და იმოქმედოთ. ხალხს აჩვენეთ სად დგახართ. აჩვენეთ, რომ დგახართ კონსტიტუციის და კანონის სადარაჯოზე."

ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.

ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/27890372200576203

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...