Jump to content
Planeta.Ge

შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით - საფრანგეთის საგარეო


საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით და მოვუწოდებთ, დაიცვან მშვიდობიანი პროტესტის უფლება. პატივი უნდა სცენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

ევროპელ პარტნიორებთან ერთად საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცე კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მხარს დაუჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს, რომლებსაც არ უნდა უღალატოთ”, – წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. [„ფორმულას“ თარგმანი]

გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალების მიერ აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევით, მათზე ძალადობითა და დაკავებებით დასრულდა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 107 მოქალაქე.

პოლიციელებმა შეკრებილებს სცემეს და რუსთაველის მეტრომდე სდიეს. შეყვნენ მეტროშიც. უკვე მეორე ღამეა, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...