ნათია მეზვრიშვილი - არ მოექცეთ მოღალატე მთავრობის პროპაგანდის გავლენის ქვეშ! ევროიტეგრაციის პროცესის გაგრძელება ორმხრივ ნებზეა დამოკიდებული - არალეგიტიმური პარლამენტის და მთავრობის, მათი პროპაგანდისტული მედიების არც ერთი სიტყვის დაჯერება აღარ შეიძლება
არ მოექცეთ კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის მოღალატე მთავრობის პროპაგანდის გავლენის ქვეშ! ევროიტეგრაციის პროცესის გაგრძელება ორმხრივ ნებზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისივე განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაცია გაჩერდა იმიტომ, რომ ამაზე უარს ამბობს ივნიშვილი და მისი არალეგიტიმური ხელისუფლება, საბოლოო წევრობამდე კი გრძელი გზაა გასავლელი თავისი ეტაპებით.
"გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნა შემდეგი სავალდებულო ეტაპია, რომელსაც ვერ გადაახტები. ამაზე უარი ნიშნავს ევროკავშირის წევრობაზე უარს, ანუ საგარეო კურსის ოფიციალურ ცვლილებას.

ეს პროპაგანდაც, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსული სპეცოპერაციის ნაწილია. მოღალატე ხელისუფლება ცდილობს ამ გზით პროტესტის განელებას და ტყუილის მორიგ რაუნდში ხალხის შეტყუებას.
და საერთოდ, არალეგიტიმური პარლამენტის და მთავრობის, მათი პროპაგანდისტული მედიების და პროპაგანდისტების არც ერთი სიტყვის დაჯერება აღარ შეიძლება.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.