Jump to content
Planeta.Ge

„ნიუ იორკ თაიმსი“ - ისრაელმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სასარგებლოა ირანული უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად​


ისრაელმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სასარგებლოა ირანული უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“, უკრაინის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ახლა რეგულარულად ანადგურებენ „შაჰედ-136“-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავების 70 პროცენტზე მეტს, რომელიც რუსეთმა ირანისგან აგვისტოში შეისყიდა. უკრაინამ პირველი ასეთი თვითმფრინავი 13 სექტემბერს ჩამოაგდო ქვეყნის აღმოსავლეთში და მას შემდეგ ჩამოაგდო სულ მცირე 237 ერთეული საფრენი აპარატი.

კიევზე მასშტაბური შეტევის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ისრაელს საჰაერო თავდაცვის იარაღის მოთხოვნით მიმართა, რაც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა უარყო. განცის თქმით, ისრაელი უზრუნველყოფს ადრეული გაფრთხილების სისტემებს, მაგრამ არა საჰაერო თავდაცვის იარაღს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...