Jump to content
Planeta.Ge

„არეანაპოლი“ - კვარაცხელიას ხუთი ტოპ-კლუბი აკვირდება, „ნაპოლი“ მას კონტრაქტის გახანგრძლივებას და ხელფასის გაორმაგებას სთავაზობს #1TVSPORT


„არეანაპოლი“ ახალ დეტალებს ავრცელებს იტალიურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, ქართელ ფეხბურთელს ევროპის ხუთი ტოპ-კლუბი იწვევს და გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პირველი ნაბიჯი გადადგა და მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

„ნეაპოლიტანური კლუბი მზად არის, 21 წლის ქართველს არაჩვეულებრივი სტარტის შემდეგ კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. „ნაპოლის“ უკვე აქვს მკაფიო წინადადება და ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ 21 წლის ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტის ვადის გაგრძელებას შესთავაზებს. ნეაპოლიტანურმა კლუბმა უკვე დაიწყო ხვიჩას გარემოცვასთან ურთიერთობა, მას სურს თავი დაიცვას ევროპის წამყვანი კლუბების მცდელობისგან, რომლებიც მზად არიან „ნაპოლიში“ ზაფხულში ჩამოსული ქართველისთვის იბრძოლონ.

მომავალ შეთანხმებაზე და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მხარეები უკვე საუბრობენ, რადგან ამ ფეხბურთელმა შთაბეჭდილება მოახდინა გულშემატკივრებსა და პროფესიონალებზე „ნაპოლიში“ როგორც ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში. „ნაპოლიმ“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები კვარაცხელიას აგენტებთან მოქმედი კონტრაქტის ერთი სეზონით გახანგრძლივების და ხელფასის კორექტირების შესახებ. დე ლაურენტისის განზრახვაა, გააორმაგოს მისი ამჟამინდელი მილიონი დოლარი და გაახანგრძლივოს კონტრაქტი, რომელიც ქართველს კლუბთან კიდევ ერთი წლით დააკავშირებს.

 

აურელიო დე ლაურენტისმა ყველაფერი განჭვრეტა მას შემდეგ, რაც მან ქართველი თავდამსხმელის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. მას აქვს გეგმა, შეაჩეროს ტოპ-კლუბების შემოტევა, რადგან „ნაპოლის“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რაც სერია A-ში და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე დიდი თამაშების შემდეგ გამოჩნდა. ქართველისთვის განსხვავებული მეტოქეები არ არიან – „მილანი“, „ლივერპული“, „ლაციო“ „რეინჯერსი“ და „აიაქსი“. ახლა ევროპის ყველა ტოპ-კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ წაართვას  აურელიო დე ლაურენტისის გუნდს.

პორტალ Fichajes.net-ის ცნობით, ამ დროისთვის ქართველს ხუთი ევროპული გრანდი აკვირდება: „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, მადრიდის „რეალი“, „ატლეტიკო“ და პსჟ. აურელიო დე ლაურენტისი კი მოვლენების განვითარების ამ სცენარში თავიდანვე დარწმუნებული იყო“, – წერს იტალიური გამოცემა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...