Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - წინააღმდეგობა ყველა შესაძლო ფორმით! - პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული საკითხების ირგვლივ გვაქვს სრული მზაობა, სრული ერთიანობაა ჩვენი გუნდის მხრიდან, ყველა პროცესში ვიქნებით


როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას, კონსტიტუციური წესრიგის მოშლას და ამ ღალატის აქტს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის ზეპარტიული საკითხი, რომელ საკითხზეც ყველას შეგვიძლია ველაპარაკოთ, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, ყველა პროცესში მისი გუნდი სრულად იქნება ჩართული.

“ძალიან მძიმე დღეა ქვეყნის ისტორიაში, “ქართულმა ოცნებამ” უღალატა ქვეყნის კონსტიტუციას, სახელმწიფოსა და ხალხს, რომელიც 85%-ის არჩევანი არის ევროპული არჩევანი და არჩევნების გაყალბების შემდეგ დღეს უკვე არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება და უარი თქვა ევროკავშირზე - ეს არის ჩვეულებრივი რუსული სპეცოპერაცია. რა თქმა უნდა, როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას, კონსტიტუციური წესრიგის მოშლას და ამ ღალატის აქტს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის ზეპარტიული საკითხი, რომელ საკითხზეც ყველას შეგვიძლია ველაპარაკოთ, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა.

პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან კარგი ბრიფინგი, ძალიან კარგი შეხვედრა გაიმართა მასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების. უმთავრესი საკითხი, რაც მან დააყენა და აბსოლუტურად ვიზიარებთ და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხის ირგვლივ ერთობა იქნება, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება. მან თქვა, რომ შეხვდა დიპლომატიურ კორპუსს, წაუყენა მათ კონკრეტული მოთხოვნები და აბსოლუტურად ვიზიარებთ ყველა ამ მოთხოვნას. წინააღმდეგობა ყველა შესაძლო ფორმით იმიტომ, რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. რაც პრეზიდენტმა გააჟღერა, ამ საკითხების ირგვლივ ჩვენ გვექნება სრული მზაობა, სრული ერთიანობა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან და ყველა ამ პროცესში ვიქნებით”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...