Jump to content
Planeta.Ge

ვისურვებდი, გერმანიის ელჩის გაწვევის პროცედურა დავიწყოთ – ზარქუა


„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან გასაწვევია.

ასე გამოეხმაურა ის გერმანიის ელჩის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მალე შეიცვლება, რადგან უკრაინაში შექმნილმა პროცესებმა შექმნა ის ფაქტორები, რამაც ეკონომიკა გაზარდა, თუმცა ეს დროებითია.

ზარქუას თქმით, ფიშერი თავისი განცხადებებით და ქმედებებით არ შეესაბამება ელჩის მანდატს.

„რაც შეეხება გერმანიის ელჩის განცხადებას, ამ ადამიანს თავისი უფლება-მოვალეობები ცოტა არეული აქვს. მე მგონია, რომ ის თავის ფუნქცია-მოვალეობებში დაბნეული და დაკარგულია. მე მივმართავდი ბატონ ფიშერს, კარგად გაიაზროს თავის უფლება-მოვალეობები. მე მგონია, რომ ამ ტონალობაში დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებას არ უნდა ელაპარაკოთ. მით უმეტეს, თქვენ ლეგიტიმაცია გაქვთ თუ არა, ეგეც არ ვიცი, რადგან დაიშალა ის მთავრობა, რომელმაც დაგნიშნათ. იმდენს ბედავთ, რომ პოლემიკაში შედიხართ და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ…

მინდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართო, იქნებ ამ ელჩის აქ მოღვაწეობით დაინტერესდეს და ვისურვებდი, ამ ელჩის გაწვევის პროცედურა დავიწყოთ, რადგან ის არ შეესაბამება იმ მანდატს, რა მანდატითაც აქ არის. არ მგონია, მან შეძლოს გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში რამე პოზიტიურის შეტანა. პირიქით მგონია, რომ ის მავნებლობს. არ ვიცი, რა დაკვეთა აქვს. ფაქტობრივად, იგივე როთია, როთი 2…

ის მავნებლობს, არ ვიცი რა დაკვეთა აქვს. ფაქტობრივად, იგივე [მიხაელ] როთი 2 არის. მინდა ამ ხალხს, ამ „როთებს” მივმართო, რომ ლეგიტიმაცია არ გაქვთ და ამ ტონალობაში ელაპარაკებით 54%-ით არჩეულ მთავრობას, ამას არ გაგიტარებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...