ტრამპმა უკრაინის საკითხებში წარმომადგენლად კიტ კელოგი დანიშნა
დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში თავის წარმომადგენლად გადამდგარი გენერალი, კიტ კელოგი დანიშნა.
კელოგი ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
ივლისში კელოგი საუბრობდა გეგმის შესახებ, რომელიც უკრაინაში ომს დაასრულებდა, რომელიც, მისი თქმით, ტრამპსაც მოეწონა. გეგმის თანახმად, თუ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავა, კიდევ უფრო მეტ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, ხოლო ცეცხლი არსებულ ფრონტის ხაზზე უნდა შეწყდეს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.