საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.
ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.