ნათია მეზვრიშვილი - ვისაც გაინტერესებდათ და ვერ გაგეგოთ „რას ვერჩოდი“ ლევან იოსელიანს, აი ამას - არჩევნების დაცვის გარანტად დამოუკიდებლები გვჭირდებოდა და არა ოჯახებში და მეგობრებში „კაი ბიჭები"
"ვისაც 2023 წლის მარტიდან გაინტერესებდათ და ვერ გაგეგოთ „რას ვერჩოდი“ ლევან იოსელიანს, აი ამას. დიახ, 7 მარტიდანვე ცხადი იყო „ოცნების“ მიერ მისი არჩევის, მისი თითოეული მოქმედების და მეტწილად უმოქმედობის მიზანი - გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია.
არც „რას ერჩი, კარგი ბიჭია“ კალანდარიშვილი მყავდა „ამოჩემებული“.
უბრალოდ ცოტა მეტი დაკვირვება, სტრიქონებს შორის კითხვა და პოლიტიკის ანალიზი იყო საჭირო. სხვა დროს რომ უნდა გავითვალისწინოთ, იმ გაკვეთილებიდანაა.
არჩევნების დაცვის გარანტად დამოუკიდებლები გვჭირდებოდა და არა ოჯახებში და მეგობრებში „კაი ბიჭები.", - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, იმის შესახებ, რომ „საქართველოს პარლამენტი სრულად ლეგიტიმურია”
ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/27853268787619878
ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/27853268787619878
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.