დავით სერგეენკო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელზეც გავლენა არ აქვს არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკოს განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, მაგრამ ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან.
სერგეენკოს არ მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქრება.
„არ მგონია, რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქროს, რადგან ეს მართლაც სტრატეგიული ნაბიჯია და ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს წლის ბოლომდე. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ის დამოუკიდებელი ინსტიტუცია უნდა იყოს, რომელზეც გავლენა არ აქვს არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს. უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც შემდგომში მათი ფუნქცნიონირებისთვის ნორმალური იქნება. კონკრეტულ შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით – რატომ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან კლანი ან არაკლანი. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თუმცა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი ხმათა უმრავლესობით და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.