„ოცნების“ პარლამენტი მთავრობას 28 ნოემბერს დაამტკიცებს
„ქართული ოცნების“ პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ხუთშაბათს, 28 ნოემბერს დაამტკიცებს. ამის შესახებ „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, 28 ნოემბერს 11:00 საათზე იქნება ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა, სადაც განიხილება მთავრობის შემადგენლობა და შემდეგ 12:00 საათზე პლენარულ სხდომაზე განიხილება და დამტკიცდება მთავრობა.
მისივე თქმით, დღეს, 26 ნოემბერს მინისტრობის კანდიდატობის მოსმენები გაიმართება. კერძოდ, დღეს თავდაცვის, იუსტიციის, შერიგებისა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატები წარდგებიან კომიტეტების წინაშე.
ასევე, დღესვე, 13:00 საათზე დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებზე წარდგება საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილი.
ხვალ, 27 ნოემბერს 11:00 საათიდან კი განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის კომიტეტი შეიკრიბება, სადაც განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატები წარდგებიან.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.